შალვა ნათელაშვილი: „ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას გაეროში და დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში, ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ-ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი“
25-09-2019, 22:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას. დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში, ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ-ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე“, - ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას.

 


„ვფიქრობ, პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე, როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაეროს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში, თანაც იმ დროს, როცა ქართველთა, ქართული ენის, კულტურის გენოციდი ამ წუთებშიც დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. ნაცვლად იმისა, რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურ-ადიღეურის, როგორც რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე - პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას. მეტი არაა ჩემი მტერი ასე რაიმე დავიბრუნოთ“, აცხადებს ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი