ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ
26-09-2019, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი მოსიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი ბაზალეთის, საკრამულის, საშაბუროსა და ვარსიმაანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

ღია შეხვედრების ინიციატივის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

 

 

მათ ადგილობრივებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს:

 

 

ბაზალეთში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელში არსებულ საბავშვო ბაღს.

 

 

მიმდინარეობს საშაბუროს გაზიფიცირების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი მომარაგდება. რეაბილიტაცია უტარდება საშაბუროს წყალმომარაგების სისტემას.

 


მოასფალტდა საკრამულისა და ჩანადირთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

 

 

ასევე, მიმდინარეობს შიდა გზების კეთილმოწყობა ვარსიმაანთკარში.

 


სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იგეგმება წყლის სათავე ნაგებობები ბაზალეთში, საშაბუროსა და საკრამულში და განხორციელდება გარე განათების მონტაჟი ვარსიმაანთკარში.

 

 

შეხვედრებზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს მომავალი წლის ბიუჯეტის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე. მოსახლეობამ ძირითად საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო.

 

 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან პერნამენტულად გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი