საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვადიმ პრისტაიკოსთან. მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება ორი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ მეგობრობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა და მზაობა ხელი შეუწყონ საერთო პრობლემის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს და უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებას, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ შემდგომი ინტეგრაციული მიზნებისთვის.
მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებულ აქტიურ კონტაქტებს და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ასევე დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, მათ შორის სუამის მინისტერიალი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.