ის, რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს გაემგზავრება ტყიბულში, არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად.
„ის რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს",- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ხელმძღვანელმა ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. იქ, სადაც საშუალება გვექნება, ყოველთვის დავდგებით ბიზნესის გვერდით, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.