საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერს ლენა ნაზარიანს და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული კავშირები დინამიურად ვითარდება. ხაზი გაესვა ინტენსიური ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა სომხეთის თანამშრომლობას ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და აღინიშნა, რომ ამ ფაქტს რეგიონალურ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა აქვს.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და განაცხადა, რომ ვერანაირი გეო-პოლიტიკური ფაქტორები ვერ დაარღვევს ამ კავშირს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.