ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვალების განულების პროგრამაზე გარიგება პრაქტიკულად იძულებითი იყო და გარიგება ხდებოდა ფინანსთა მინისტრის კაბინეტში.
„შეგიძლიათ, გამოიძიოთ და ნახოთ. ვერც ერთს იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის რამე მოყვა, არამედ არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომელთა ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან, ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა, რამე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ხაზარაძის განცხადება ტყუილია.
„მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეს ტყუილი ხაზარაძეს. არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთი მხრივ, პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად, დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. ვფიქრობ, ეს შუალედი გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით – გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.