ნათია თურნავა: „პრემიერ მინისტრის დავალებით ტყიბულში მივემგზავრები და დეტალურად გავეცნობით მეშახტეების ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას“
26-09-2019, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის დავალებით ტყიბულში მივემგზავრები და დეტალურად გავეცნობით მეშახტეების ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

 

ტყიბულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინვესტორი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასა და მეშახტეებს შეხვდება.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტყიბულის მეშახტეთა პრობლემების მოგვარება მთავრობისთვის აქტუალური საკითხია. „პრემიერ-მინისტრმა დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით არსებული ვითარება. მოგეხსენებათ, პირადად მე, წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი და ვიცი, რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს - ამ ძალიან რთული და ამავდროულად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს. ჩემი დავალებაა, ჩავიდე და კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

მისივე თქმით, ინვესტორ კომპანიას სიტუაციის დასარეგულირებლად აქვს გარკვეული გეგმა.

 

 

„ჩემი დავალებაა მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება პრობლემის სრულად გადასაჭრელად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი