მიხეილ მაჭავარიანი: პრემიერის ყველა გამოჩენა და განცხადება აბსოლუტურად უკუმოქმედებს ლარის სტაბილურობაზე
25-08-2015, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოძახილია.


როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის გეგმა მთავრობას არ გააჩნია.


"მთავრობამ ლარის კურსის ვარდნა დაუკავშირა ყველა ფაქტორს, გარდა რეალურისა და შესაბამისად, მათ არ გაითვალისწინეს ის რჩევები, რომლებიც უცხოელი მეგობრებისგან მიიღეს. ბუნებრივია, დღეს ყველა ველოდებოდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას გააცნობდა - თუ რა უნდა გაკეთდეს ლარის გასამყარებლად, ეკონომიკური სტაბილურობის დასაბრუნებლად, რადგან ლარის დასუსტება ეკონომიკის სისუსტის შედეგია, ამოვარდნილად ლარი არ სუსტდება. ყველაფერს ველოდი, გარდა იმ შეფასებისა, რაც პრემიერმა გააკეთა. მან ეკონომიკაში შექმნილი სიტუაცია ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს დააბრალა. ჯერ კიდევ მარტში, ხელისუფლებას ჩვენი გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ გამოსულიყო ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მოქმედება დაეწყო, თავისი გეგმა შემოეთავაზებინა, ისევ თავისი უნიათობით დაკავდა - ჯერ ეროვნულ ბანკს დააბრალა, მერე საგარეო ფაქტორებს, მერე მზესა და მთვარეს. ყველაფერს დააბრალა, გარდა რეალური პრობლემისა", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.


მაჭავარიანის აზრით, ბიუჯეტში ხარჯები უნდა შემცირებულიყო, რასაც საქართველოს ხელისუფლებას უცხოელი მეგობრები ურჩევდნენ და ეს 300 მილიონით მაინც უნდა განსაზღვრულიყო.


"მათ კი 146 მილიონით შეამცირეს. იმ დოკუმენტშიც კი, რომელიც მათ ვითომდა საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებით დაწერეს, არც ერთი პუნქტი არ შესრულდა. აქ მითითებული იყო, რომ შეძლებისდაგვარად შეზღუდულიყო ოფისის მოვლა-შენახვის ხარჯები, მივიღეთ საპირისპირო - რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა თბილისის ყოფილი პარლამენტის შენობისა და კანცელარიის რემონტისთვის. 178 მილიონი ლარი კი, 1 წლის განმავლობაში, სამარცხვინო მერიამ, პირდაპირი შესყიდვით დახარჯა. ეს ფული რომ ტენდერით წასულიყო, სულ მცირე 30 მილიონი დაიზოგებოდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 2010-2014 წლებში, გიგი უგულავას მერობისას დროს ჯამში არაა ამდენი თანხა დახარჯული. ანუ, იმის მაგივრად, რომ ლარი არ გასულიყო ბაზარზე, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა რაც შეიძლება მეტი ლარის ზეწოლა მომხდარიყო", _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.


დეპუტატი შეეხო ექსპორტის თემასაც, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლარის კურსის დასტაბილურებაში და აღნიშნა, რომ ექსპორტი და ფულადი გზავნილები, ჯამში, 600 მილიონი დოლარითაა შემცირებული.


"ანუ, საქართველოში შარშანდელთან შედარებით, ლარის ფულის მასაზე 600 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა. ამ 600 მილიონის ნაკლებობას აქაც შემცირებული ხარჯები უნდა დახვედროდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის მასა უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე დოლარი და კურსი გაიქცეოდა, რაც მოხდა კიდეც.


ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას გამოეყენებინა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, გაეკვლია ახალი გზები, მაინც ჩამოვეკიდეთ რუსულ ბაზარს, რომელიც ექსპორტში, საქართველოში მე-4 ადგილზეა. საქართველოს მთავრობა ისევ ჯიუტად იყურება ჩრდილოეთისკენ. არსებული მდგომარეობა, იმ არაკომპეტენტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რასაც მთავრობა ატარებს. ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დავსვათ სესიაზე, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ უნიათო პრემიერი ამას გამოასწორებს, რადგან ყველა მისი გამოჩენა და განცხადება აბსოლუტურად უკუმოქმედებს ლარის სტაბილურობაზე", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი