სამთავრობო გუნდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების: მექვენის, ვანისჭალის, დერჩის, ჭაშლეთის, დღნორისის, საჩხეურისა და ლეხინდრისთავის მცხოვრებლებს შეხვდა
26-09-2019, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების: მექვენის, ვანისჭალის, დერჩის, ჭაშლეთის, დღნორისის, საჩხეურისა და ლეხინდრისთავის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს. მოსახლეობა ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შეშის მოპოვებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხი აწუხებს.

 

 

იმერეთის მხარის რწმუნებულის განმარტებით, გზების მოწესრიგება მთელს რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი და ასევე, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხიც. რაც შეეხება, ხე-ტყის მოპოვებას, ადგილზე იმყოფებოდა სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნულ მხარეში ტყე-კაფების სიმწირეზე ისაუბრა. თუმცა, ზვიად შალამბერიძის ჩართულობით, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზის მოძიება დაიწყო.

 

 

სოციალური დახმარების თემაზე ლადო კახაძემ გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს პარლამენტი. უახლოეს მომავალში სოციალური შემწეობის მინიჭების სისტემაში სოფლის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთვებიან. ღია დიალოგი მოსახლეობასთან, როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი