ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ფრენბურთში მოსწავლეთა ტურნირი ჩატარდა
26-09-2019, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით და მერიის შესაბამისი სამსახურის მხარდაჭერით ფრენბურთში მოსწავლეთა ტურნირი ჩატარდა, რომელიც ევროპის სპორტის კვირეულს მიეძღვნა.

 


შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: ცაგერის, ქვედა ცაგერის, ზუბის, ბარდნალის და ჩხუტელის საჯარო სკოლების გუნდებმა. შეჯიბრება ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით ჩატარდა. ქვეჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა მესამე საპრიზო ადგილისათვის იასპარეზეს.

 


ცაგერის მერიის ცნობით, საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი - ბარდნალის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი - ცაგერის საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ჩხუტელის საჯარო სკოლის გუნდს. გუნდები დაჯილდოვდნენ ევროპის სპორტული კვირეულის სიმბოლიკიანი მაისურებით, დიპლომებით და სხვა საჩუქრებით. შეჯიბრებაში გამარჯვებულ ბარდნალის გუნდს ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩიქოვანმა ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი