დღეს, 26 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და საავტომობილი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღებში იმყოფებოდა.
დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, მდინარე რიონზე, დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება.
სამუშაოებს აწარმოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ასევე მოინახულა სოფელ ღების საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, შეხვდა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და გაეცნო სკოლისათვის გამოყოფილ ალტერნატიულ შეონობაში სწავლის პროცესის მიმდინარეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.