გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება", - ანუ, უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ?! საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს" და მუდმივად მოუწოდებს საქართველოს, რათა იგი შეეგუოს რეგიონში არსებულ "ახალ პოლიტიკურ რეალობას"! რუსეთის ოფიციალურ პირებს, 2008 წლის შემდეგ და მანამდეც, არასოდეს გაუკეთებიათ ამგვარი შინაარსის განცხადება, რაც გუშინ გაახმოვანა ლავრომა! ეს მეტად დამაფიქრებელია, რადგანაც თუ უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გავიხსენებთ, არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ხალხის, ქართველი დევნილების ზურგს უკან, საქართველოს ხელისუფლების და ნაცოპოზიციის "მდუმარე" თანხმობით ხდება ამ შინაარსის წინადადებების განხილვა, ანუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ჩვენი ტერიტორიების გავლენის სფეროებად "გადანაწილების" პროცესი!
ვიმეორებ, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურები და უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, მუდამ აცხადებდნენ, მეტიც, იმუქრებოდნენ, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაც კი, ურთულეს, არაპროგნოზირებად სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებს გამოიწვევდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში! ლავროვის გუშინდელი განცხადება კი, კარდინალურად განსხვავდება რუსეთის მიერ აქამდე გაცხადებული პოზიციებისაგან! რა გამოდის, რომ რუსეთმა "მწვანე აუნთო" ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმავალ საქართველოს, ოღონდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე?!
თავის მხრივ, დასავლეთის გარკვეული გავლენიანი წრეები (ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და სხვები), საქართველოს იმ ტერიტორიის ნატოში მიღებას გვთავაზობს, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და ნატოს 5-ე მუხლის "დროებით არ გავრცელებას", რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე! დასავლეთის ეს ხედვა ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიის "დროებით" გაყოფაზე მიგვანიშნებს, რაც ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ლავროვის მიერ გაცხადებულ პოზიციას! ალბათ, ეს ორმხრივი განცხადებები იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის "არაღიარების" პოლიტიკა საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთ-ცხინვალის მიმართ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ვერც რუსეთი შეძლებს თავისი გავლენის გაფართოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე! ამგვარად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მისი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხები, - "დიდ თავის ტკივილად" იქცა ორივე მხარისთვის, როგორც დასავლეთისთვის ისე რუსეთისთვის, ამიტომ, მათ შორის, "კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას" ("მოლაპარაკება-გარიგება") ალტერნატივა არ გააჩნია!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.