თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
„დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე, ქალაქ სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და სტამბოლის მერის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე +90 541 818 44 00",- წერია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.