ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი ახალი სპეცტექნიკა გადაეცათ
25-08-2015, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა.


ტექნიკა, რომლის ღირებულება 2 100 380.55 ლარია ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიის, ფოთის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება-მოწესრიგებას.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ურეკში აღნიშნული ტექნიკის მუშაობა შეამოწმეს. ასევე, გაესაუბრნენ სპეცტექნიკაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც ფონდის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა გადაამზადა.


მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 ერთეული ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 1,342,903.91 ლარია. ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს კი 2-2 ერთეული ტექნიკა გადაეცა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 757,476,64 ლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი