პრემიერ მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
26-09-2019, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას  შეხვედრისას.

 

 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას, რაზეც მაღალი დონის ვიზიტებიც მიუთითებს.

 

 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო იაპონიას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ პარტნიორად და საექსპორტო ბაზრად განიხილავს. იაპონიაში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო", რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. 

 

 

პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. გიორგი გახარია მიესალმა იაპონური კერძო სექტორის აქტიურ საქმიანობას საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოების დონეზე და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს და მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი იაპონელ ინვესტორებს.

 

 

პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართულია საქართველოში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი