ქ.ცაგერში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე, თანხით 324 869ლარი, აგრეთვე, 2 ახალი და 8 არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია, მათ შორის:
1.სოფ.ორბელის ამბულატორიის მშენებლობა, თანხით 80 000ლარი.
2.სოფ.ქვედა ცაგერის ამბულატორიის მშენებლობა, თანხით- 84 000ლარი.
3. სოფ.ტვიშის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით-38 803ლარი.
4.სოფ.ალპანის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით- 11 452ლარი.
5. სოფ.ღვირიშის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით- 25 468ლარი.
6.სოფ.ლასურიაშის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით 22 956ლარი.
7.სოფ.ოყურეშის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით 24 551ლარი.
8.სოფ.უსახელოს ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით 32 844ლარი.
9.სოფ.ლაილაშის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით 19 442ლარი.
10. სოფ.ჩხუტელის ამბულატორიის რეაბილიტაცია, თანხით 7 963ლარი.
26 სექტემბერს, სასოფლო ამბულატორიების მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა-გიორგი მაქარაშვილმა დაათვალიერეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 347 479 ლარი დაიხარჯება,
ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთ სოფლებში, ადგილზე მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.
თუმცა, რეგიონში სამედიცინო სერვისის გაუმჯობესება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება კვლავ გამოწვევად რჩება“, აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.