საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP ) ლოჯისტიკის ინიციატივის მრჩეველი დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ჟაკ პატონს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილი ამერიკელი ექსპერტი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა და ლოჯისტიკის ინიციატივის განვითარების კუთხით მუშაობდა.
დღესვე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა , შტეფან ანიჰოფერმა ჟაკ პატონი ჯგუფის სახელით მადლობის სერტიფიკატით დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.