გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აჭარაში მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მინისტრს პლაჟის აღსადგენად განსახორციელებელი სამუშაოები გააცნეს, რაც პლაჟზე ინერტული მასალის ხელოვნურ შეტანას ითვალისწინებს. განიხილეს ჭოროხსა და აჭარის წყალზე ჰესების მშენებლობისას მოპოვებული ინერტული მასალის გამოყენება სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით და ინერტული მასალით პლაჟის მომარაგება, რადგან კაშხლების მშენებლობის პროცესში მდინარე ჭოროხს ზღვაში პრაქტიკულად აღარ ჩააქვს მყარი ინერტული მასალა.
მინისტრმა ბათუმისა და ფოთის ნაპირდაცვის ბაზებიც დაათვალიერა, რომლებიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე, ადგილზე გაეცნო ნაპირდაცვის პროექტის მიმდინარეობას, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით იტალიური კომპანია - „TECHNITAL”-ი ჭოროხის შესართავთან, გამწმენდ ნაგებობასთან და ბათუმის აეროპორტთან ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.