ეკა ბესელია ახლა ხაზარაძის მოძრაობაში ცდილობს შეძრომას, რომ რამენაირად მისი პოლიტიკური სარჩული მოირგოს, თუმცა მამუკა ხაზარაძემ მას უარი უთხრა. განაცხადა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
„მე კიდევ ბავშვი, სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბესელიაზე კორუფციასთან დაკავშირებით მუდმივად კითხვები ისმებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ქალბატონი მუდმივად ახერხებს ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ეს არის მისი დღის წესრიგი, რომ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს. მე, როგორც ვიცი, იგი ხაზარაძესთან ცდილობს შეძრომას, რომ რამენაირად მისი პოლიტიკური სარჩული მოირგოს, რაზეც მამუკა ხაზარაძემ მას უარი უთხრა, ზუსტად იმ იგივე წარსულის გამო. ამიტომ ეკა ბესელიას მეტი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მანდატისთვის იბრძოლოს და უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ მას საქმეები კარგად ნამდვილად არ წაუვა. მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისმება“,-განაცხადა ზარდიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.