ავჭალაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
27-09-2019, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას  შესახვევში და მიმდებარე ჩიხებში, ასევე, გლდანულის ქუჩის I, II, III, IV შესასვლელში მიმდინარეობს. 

 

 

პროექტის ფარგლებში, ჯანჯღავას შესახვევში გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით,   4 531 კვ.მ ფართობზე, გლდანულის ქუჩის შესახვევებში კი დაახლოებით, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.   

 

 

ჯანჯღავას შესახვევი გლდანის რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო.  

 

 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

 

 

ჯანჯღავას შესახვევისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  254 674 ლარი, გლდანულის ქუჩის შესახვევებისთვის კი 239 844 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია L & L ახორციელებს. 

 

 

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის, ასევე, ჯანჯღავას პირველი შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. უახლოეს მომავალში კი ივანე კაჭარავას ქუჩაზე გზის იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი