შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის მხარდაჭერა მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.
„შეხვედრა შედგა, ოთხშაბათი დილა იყო ზუსტად მახსოვს, შეხვედრაზე იყო საუბარი და პირდაპირ ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე,რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი. მიმაჩნდა, რომ ის სია მთლიანად მიუღებელი იყო აბსოლუტურად, თავისი შინაარსით და ბიოგრაფიით, რადგან იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც აბსოლუტურად უკანონო იყო. ასე ნაჩქარევად, პარტიზანულად, როგორც ირაკლი კობახიძე ითხოვდა, სია გამეტანა პარასკევს კომიტეტის სხდომაზე და შემდეგ სესიაზე",-აცხადებს ბესელია.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა კრიტიკული პოზიცია ჰქონდა.
„თამარ ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს თუ არა, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გამოიჩენს განსაკუთრებულ გამბედაობას. ამაშიც გავუგებ მას, როგორც ქალი. მე ვერ მოვთხოვ სხვას განსაკუთრებულ გმირობას და იმას, რასაც მე გავდივარ, ეს გზა გაიაროს. მესმის, რომ მას კომპრომისებზე წასვლა უწევს, ამის მაგალითი იყო იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არგაპროტესტება, რაც მოხდა. მესმის, რომ მას გაუჭირდება ამის თქმა, მაგრამ იმ შეხვედრაზე მასაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა", - განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.