ქობულეთში ზღვაში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. შსს-ს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის ზვიად ჯაფარიძის განცხადებით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, ნაპირზე წითელი ალმები იყო აღმართული, რაც ბანაობის აკრძალვას მიუთითებს.
"07:45 საათზე შემოვიდა შეტყობინება ზღვაში მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე. სამაშველო სამსახური დროულად გავიდა ადგილზე. მაშველებმა მოახერხეს მამაკაცის ზღვიდან გამოყვანა, თუმცა ის გარდაცვლილი იყო", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, ზღვაზე 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება და სამაშველო სამსახური დამსვენებლებს მიმართავს, სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმების შემთხვევაში , ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.