სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
27-09-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის. წელს ლიტერატურული კონკურსის მსურველი 6 მოსწავლე აღმოჩნდა. თემატიკა და ფორმა წერის დაწყების წინ გაჟღერდა. წელს მონაწილეებს ჟანრში სრული თავისუფლება ჰქონდათ, თუმცა ინსპირაცია რამდენიმე საკვანძო სიტყვა იყო, რაც შემდგომასთან ასოცირდებოდა.

 

 

კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში ისტორიკოსი, რამაზ (ბაჩო) იოსელიანი, ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი სულიკო სვანაძე, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მმართველოს მოადგილე ლილი გელენიძე და საკრებულოს წევრი თენგიზ ნიჟარაძე იყვნენ.

 

 

კონკურსში პირველი ადგილი სკოლა "ოცნების" მოსწავლემ, მე-9 კლასელმა ანა ლექვინაძემ დაიკავა. მან წელს ჩანახატი დაწერა. ანა უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ მონაწილეობს ამ კონკურსში და როგორც ჟიურის წევრები ამბობენ, სრულიად დამსახურებულადაც.

 

 

გამარჯვებულის ოფიციალური დაჯილდოება 29 სექტემბერს - "შემოდგომის წყალტუბოს" დასკვნით საღამოზე გაიმართება. ანა ლექვინაძეს ფასიანი საჩუქარი გადაეცემა.

 

 

"შემოდგომის წყალტუბო 2019" ორგანიზატორები არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი