წყალტუბოში შეკრებილმა ვეტერანებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-09-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოხუმის დაცემის დღიდან 26 წლის შემდეგ წყალტუბოში შეკრებილმა აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, საკრებულოს, მერიის, ააიპ-ების თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

 

სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილისა და ქვეყნის ერთიანობის საკითხის შესახებ ისაუბრა ა(ა)ი.პ "წყალტუბოს კულტურის ცენტრის" სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ია კუხალაშვილმა.

 

 

"დღეს ჯვართამაღლებაა... უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. დღე, როდესაც მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს სოხუმის დაცემის დღეა! ქართველთათვის ყველა დამარცხებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მოლოდინით სავსე, იმედით სავსე, რომ რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება ისევ მოახდენს სასწაულს და ისევ ერთ მთლიანობად აქცევს საქართველოს და აფხაზეთს'', - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი