თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი.
მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
„სოფელ ფონიჭალის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა - დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, ქალაქის სხვა უბნებში უწევთ ბავშვების ტარება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის - დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები,“- განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.
N81 საბავშვო ბაღი იეთიმ გურჯის N2-ში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 8-ჯგუფიანია. ამჟამად რეგისტრირებულია 160 აღსაზრდელი, თუმცა ბაღს 300-მდე ბავშვის მიღების რესურსი აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.