შალვა ნათელაშვილი: „რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად“
27-09-2019, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე აერიკული სამხედრო ბაა გაიხსნება, რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაედება.

 


„რუსეთის სახელმწიფოს დაედება საერთაშორისო სანქციები. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება ამერიკული სამხედრო ბაზა. თუ ყველა ოკუპანტი თანამდებობის პირი, მათ შორის რუსი სამხედროები დაჯდებიან ინტერპოლით ძებნაზე და თუ სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად. აი, ამის შემდეგ შეიძლება ველაპარაკოთ რუსეთს . ივანიშვილის პრომოსკოვურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩაიდინა სამშობლოს ღალატი! გუშინ, ლავროვთან პროპუტინისტურმა რეჟიმმა საქართველოსი მოლაპარაკება გამართა იმის თაობაზე, რომ კავკასიაში ახალი რეალობაა, რომ საქართველოს მაგივრად სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობაზე მათთან, რაც მათი აღიარების ტოლფასია და რომ უნდა გაიხსნას რკინიგზა, სახმელეთო, საჰაერო გზები, ყველა კომუნიკაცია აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით სომხეთის, ირანის და არაბული სამყაროს მიმართულებით” , - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი