ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
„მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ. კვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეს ძალა. დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ აფხაზეთის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.