რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
27-09-2019, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

 

არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსთან ერთად, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ფრიდონ ნეფარიძის საფლავი სოფ.კრიხში, ამირან გორდეზიანის საფლავი სოფ.ჭრებალოში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ჩხუტელში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

 


„26 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა კონფლიქტის ორივე მხარეს. დღეს არის გლოვის, ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის და ამავდროულად იმედის დღე, რომ საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი ახლო მომავალში კვლავ განამტკიცებს ქვეყნის მთლიანობას. “- აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან.

 

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან, აფხაზეთის ომში 30 ადამიანი დაიღუპა.

 

 

სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი