დღეს, 27 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან, ასევე ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ირინე სხირტლაძის ქუჩაზე, დემეტრე მეორეს მოედანსა და აღამაშენებლის ქუჩაზე კომერციული-სავაჭრო ფართების მფლობელებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს და ამ სამუშშაოების ფარგლებში აღნიშნული კომერციული ფართების იერსახის მოწესრიგების საკითხს.
ქუჩებზე მიმდინარე კეთლმოწყობის სამუშაოების პარალელურად თითოეულ კომერციული ფართის მფლობელი იღებს ვალდებულებას საკურების იერსახის მოწესრიგებაზე, რაშიც ემზარ საბანაძის განცხადებით ,მერია შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვება,იქნება ეს მასალების მიწოდება თუ პროექტირების სამუშაოები,რათა თითოეული კომერციული ფართი შეესაბამებოდეს ქალაქში ახლად მოწყობილ ქუჩების დიზაინს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.