სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კრემლი ვერ შეაჩერებს საქართველოს და უკრაინის განვითარებასა და წინსვლას
28-09-2019, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი ალექსანდრ ვერშბოუ, პრეზიდენტმა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

 

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს და უკრაინის განვითარებასა და წინსვლას.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, განხორციელებული რეფორმები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გარკვეულწილად გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპა და ნატო, რათა მათ გადადგან შემდგომი ნაბიჯები, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.

 

 

,,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მის გამოსვლაში პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიის მარცხად შეფასება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასავლეთისაკენ მიმავალი გზა, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია. თუმცა, ჩემი აზრით, დასავლეთს აქვს ვალდებულება, საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მეშვეობით ამ მოცემულობის შენარჩუნება უზრუნველყოს“, - აღნიშნა ვერშბოუმ, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი