პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის განმარტებით, ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით - "ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში", სიმართლეს არ შეესაბამება და პრემიერ-მინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ გაუკეთებია.
"სტატიაში ვკითხულობთ: "რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დარგებია ძირითადად სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.
დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრემიერ-მინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ გაუკეთებია. გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა უცხოეთში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტებზე, მათ შორის ისრაელში ბიზნესმენებთან გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე. მან აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი გაიმართება.
"მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართულებით, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა. აქედან გამომდინარე, მე ველოდები ინვესტიციების ბუმს. შეიძლება, ეს გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოში დიდი რაოდენობის ინვესტიციებს ველოდებით"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთან, საერთაშორისო არენაზე დიდი მხარდაჭერა გააჩნია.
გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და ნუ მიაწვდიან საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას" - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.