ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ქმედებების დიაპაზონი ყოველდღე მცირდება. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაშია და ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ "საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ცუდი ხელისუფლება და კიდევ უარესი ოპოზიცია გვყავს".
„ფაქტია, რომ სისტემური, რადიკალური და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებათ. სხვანაირად წამმზომი ჩართულია და ეს ყველაფერი რა ფორმას შეიძენს არავინ იცის. სისტემური გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკური ნება კი ჯერჯერობით არ ჩანს. რას ელოდებიან მე არ ვიცი.
საერთოდ ჩვენ, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არც ერთი პარტია არ გვყავს, რომელსაც საზოგადოებაში მეტნაკლები ლეგიტიმაცია ექნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღეს თვლის, რომ ჩვენ ცუდი ხელისუფლება და კიდევ უარესი ოპოზიცია გვყავს“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.