სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება - საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს“
28-09-2019, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება.

 

 

„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს მე მგონი, ცოტა ცნებების არევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით.

 

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე გამოვედი ინიციატივით, რომ წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა დაიწყოს. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, რადგან იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს. საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა რომ ატყდა ამ საკითხების შესახებ, ამიტომ გამოვაცხადე მორატორიუმი. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ არსებობს უფლება, იყო შეწყალებული და მორატორიუმი არ არის არავის უფლებების ამ კუთხით დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა. გამოძიება მიდის, დაველოდოთ გამოძიებას, მე მაქვს სრული ნდობა გამოძიების მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი