ჭონქაძისა და ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, თენგიზ ხუბულური და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
დუშეთის მერიის ცნობით, ღია შეხვედრების ფორმატში, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ყვავილის, თანიანთკარის, არაგვისპირის, ჩინთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს გაეცნენ, ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე, განიხილეს სამომავლო პრიორიტეტები და უკვე შესრულებული პროექტები:
ჟინვალში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და დაგეგმილია მისი კეთილმოწყობა დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის; მოასფალტდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.