ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუდლაუგურ ტორ ტორდარსონს.
მინისტრები მიესალმნენ ისალნდიასა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქისრებულ წინსვლას, რაც გამოიხატა პრეზიდენტების შეხვდრაში და ასევე ისლანდიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის გრიგოლ მაჭავარიანისათის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაში.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მიმართონ ძალისხმევა ისლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასააქტიურებლად და იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ორი ქვეეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე დაისახა.
გამოითქვა მზაობა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა და შესაბამისი ფორმატები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა EFTA-ს შორის თავისუაფლი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც კარგ საშუალებას იძლევა სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გააქტიურებისა და ბიზნეს კავშირების განმტკიცბისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.