საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა. სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფების და ქსმ ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირების და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს.
წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.
სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საინჟინრო წვრთნაში საარტილერიო ბატალიონი, ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ოცეული და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ასეულიც იყო ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.