საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28-09-2019, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


 
დოკუმენტს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა.
 


როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნეს, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ მოემსახურება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მიმდინარე წელს დამყარდა.

 


მინისტრებმა ხაზი  გაუსვეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა რომ აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მაღალია ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი