საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში ბრწყინვალედ გამოსვლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა
28-09-2019, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში ბრწყინვალედ გამოვიდა, დღეს თბილისში დაბრუნდა.

 

 

გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებულად ბრწყინვალედ კი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ამჯერად უკვე ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) იასპარეზა. ტალახაძემ, ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამი დაძლია, ატაცში ნაჩვენები 220 და აკვრაში დაძლეული 264 კილოგრამებით კი მსოფლიოს ახალი რეკორდები დააფიქსირა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა.

 

 

 

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და მსოფლიოს პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ. ასევე, თბილისში დაბრუნებულ ძალოსნებს გამარჯვება მიულოცეს ოჯახის წევრებმა, გულშემატკივრებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი