დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა 2019“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მრავალი ტრადიციულ-კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
ქალაქში საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ: უკრაინის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები, დუშეთის დამეგობრებული ქალაქების (ადაჟი და შაკიაი) დელეგაციები ლიეტუვადან და ლატვიიდან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები თიანეთიდან, ყაზბეგიდან და ახალგორიდან, რომლებმაც დუშელებს სახალხო დღესაწაული მიულოცეს.

ადაჟის და შაკიაის მერებმა სიმბოლურად დაწურეს ღვინო და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ესტუმრნენ სხვადასხვა ღონისძიებებს, ხოლო ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს აღნიშნული კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაფართოვების პერსპექტივას დუშეთთან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საინტერესო პროექტს ახორციელებს და დღევანდელი დღე სახალხო დღესასწაულის ტრადიციის აღდგენასთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის მტკიცე მეგობრობას ამ სამ ქვეყანას შორის.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსიარულე დრამ-ბენდით დაიწყო, ხოლო ქალაქის შემოსასვლელში წარმოდგენილი გახლდათ მუნიციპალიტეტის თითოეული კუთხის (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) ეთნოგრაფიული სახლი, მათი ყოფითი კულტურა, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული სამზარეულო;

დუშეთში გაიხსნა ავთო მოსიაშვილის და დავით ქაფიაშვილის პერსონალური გამოფენები, ხოლო ბულვარის ტერიტორიაზე ადგილობრივმა ახალგაზრდება წარმოადგინეს საკუთარი ფერწერული ნამუშევრები. თეატრალური წარმოდგენის მონაწილეებმა გააცოცხლეს ილიას დროოინდელი დუშეთი;
შეჯიბრებები მოეწყო ჭადრაკში, ქართულ ჭიდაობასა და მშვიდოსნობაში, რომელთა გამარჯვებულებიც მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ცენტრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა მომღერალ თემურ თათარაშვილის, ანდრია გველესიანის, ადგილობრივი ანსამბლების და დუშეთში სტუმრად მყოფი ლატვიური ქოროს “იუმისის“ მონაწილეობით, ხოლო ღონისძიება ჯგუფმა "ფრანმა" დახურა.

"დუშეთობა 2019" საღამოს გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ინფორმაცაის და ფოტომასალს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.