ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ეშტიის, თორიის, უჩმანის მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

"ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ მათგან არის შესაძლებელი. აღნიშნული შეხვედრები 2020წლის ბიუჯეტის ფორმირებასა და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტული პროექტების განხილვასა და დაგეგმვას უკავშირდება", აცხადებენ ნინოწმინდის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.