საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) პრეზიდენტი გახდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ACEEEO-ს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ასოციაციის 29-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს საქართველოში გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ACEEEO-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.