საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას, ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას.
მისი თქმით, ზალკალიანი საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
„არ მგონია, რომ დავით ზალკალიანმა განმარტებებს რაიმე დააკლო, როცა შეხვედრაზე საუბრობდა. ინიციატორზე ათასჯერ არის კითხვა დასმული. საქართველოს თემა და პრობლემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტი გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არ არის დაცილებული იმ პოზიციასთან, რასაც საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ჰქვია. ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი. ოპოზიცია რა სისულელეებსაც ამბობს, პასუხს არ გავცემ. პრობლემა არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ. რაც შეეხება ფრენებს, პასუხი არ მაქვს, შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია დავით ზალკალიანს უახლოეს მომავალში ჰქონდეს, რომელიც პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.