საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გერმანიაში ღონისძიება „10 Years of the Eastern Partnership – what can we do better?“ გაიმართა
30-09-2019, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საელჩომ კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამასთან - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების სერია „საქართველო ფოკუსში“ დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ცნობადობის გაზრდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მომუშავე მეცნიერებთან, ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გერმანულენოვან სივრცეში აქტიურად გაჟღერება. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ რეჟიმში მოეწყობა საჯარო დისკუსიები და ლექციები საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე გერმანულ და საერთაშორისო ანალიტიკურ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში.

 
აღნიშნული თანამშრომლობის პირველი, გახსნითი ღონისძიება სახელწოდებით „10 Years of the Eastern Partnership – what can we do better?“ გერმანიაში საქართველოს საელჩოში 26 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, გერმანიის პარლამენტის, ანალიტიკური ინსტიტუტების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ხელმძღვანელმა, თომას შრაპელმა. ელგუჯა ხოკრიშვილმა და თომას შრაპელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობაზე" ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კონტექსტში, პარტნიორობის მომავალზე და გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის აქტიურ როლზე.
 


საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტში ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის სპიკერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში - მატერნ ფონ მარშალი, კიორბერის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი ლიანა ფიქსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბენედიქტ ცანკერი. დისკუსიას კონრად ადენაუერის ფონდის მოწვევით უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია. დისკუსიის მონაწილეებმა შეაფასეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვლილი ათი წელი და განიხილეს პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები და იდეები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი