მალაიზიაში საქართველოს საელჩომ ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
30-09-2019, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით. საქართველოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათმა ევროპულმა ქვეყანამ.
 


ღონისძიება გაიმართა მალაიზიის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის კოლეჯის (HELP College of Arts & Technology) საგამოფენო პავილიონში, სადაც თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის გამოყოფილი იყო საგამოფენო სტენდი. ასევე ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, სადაც პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის და/ან ენის შესახებ. ხუთი გამარჯვებული დაჯილდოვდა მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მომზადებული საჩუქრებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წარმოდგენილი ენების მოკლე გაკვეთილები. ბავშვებისთვის კი მოწყობილი იყო გასაფერადებელი კუთხე, სადაც შეეძლოთ აერჩიათ წინასწარ გასაფერადებლად მომზადებული სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრების და მულტფილმების გმირები.
 


გამოფენას 300-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, მალაიზიის ჟესტების ენის ასოციაციის, კულტურული ცენტრების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული ენის სტენდმა და გაკვეთილებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი