გიგი უგულავა: „სალომე ზურაბიშვილის და ლევან ვასაძის მერე ვიხილეთ ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა“
30-09-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი, მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, ასეთ მარაზმამდე დაეცა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

 

 

უგულავამ სააკაშვილის განცხადებას ფარისევლობა და სირცხვილი უწოდა და განაცხადა, რომ ის მარაზმამდე დაეცა.

 

 

„ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი. მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს და არც თუ ისე უკანა რიგებში მყოფს, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის, სეკულარიზმის უარყოფა, ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევაა. პირველი იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი - ფარისევლობა #1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში - ფარისევლობა და მავნებლობა #2 და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად - ფარისევლობა #3. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მინდა მას შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა. იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის, როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშივლის რიტორიკის ამარა,” - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი