ლაშა ჩხარტიშვილი: „გავრილოვის ღამის“ პოლიტპატიმართა გადასარჩენად აუცილებელია გაერომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისებთან ერთად დაიწყონ მათი სასამართლო პროცესების მონიტორინგი!
30-09-2019, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცისს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისთან საგანგებო ბრიფინგი, 20 ივნისის დარბევის ამსახველი სისხლიანი ქრონიკების ამსახველი, იმპროვიზირებული ფოტო გამოფენის ფონზე გამართა. მან გააჟღერა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელზე შედგენილი საგანგებო მიმართვის შინაარსი. აღნიშნული წერილით ჩხარტიშვილმა „გავრილოვის ღამის“ საქმის გამოძიების მიმდინარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული პოლიტპატიმრების სასამრთლო პროცესების და საპატიმრო დაწესებულებებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის თხოვნით მიმართა უმაღლეს კომისარსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

 


ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ დღეს, როცა საქართველოს სასამართლო ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელ ნოტარიუალურ ბიუროდაა ქცეული, „გავრილოვის ღამის“ პოლიტპატიმართ გადარჩენისათვის აუცილებელია სასამართლო სხდომებზე დასასწრებად, ასევე საპატიმრო დაწესებულებებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა, ისევე, როგორც სხვა უფლებადაცვითმა საერთაშორიოს ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა შესაბამისი კვალიფიკაციის მონიტორები გამოყონ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი