ქუთაისში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და ქუჩები სუფთავდება.
სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო. პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ. უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს.
უხვი ნალექის შედეგად ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩები დაიტბორა, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, დაზიანებულია ტექნიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.