გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი, გეგმიური სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 12 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
მათ შორის იყო: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კომპანია „CDH Consulting Dienstleistung Handel GmbH“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კN81.07.04.216), სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრის, კვლევითი ინსტიტუტის, საცხოვრებელი ობიექტების, სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის და სასაწყობე ფართის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების საკითხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთათვის დახმარების გაწევისა და სპორტსმენთა დაჯილდოების საკითხები.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.