2020 წლიდან სოციალურ მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ხელფასები გაეზრდებათ
30-09-2019, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ასაკით პენსიონერების გარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის არსებული დახმარება 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან კიდევ 30 ლარით გაიზრდება.

 

 

"ასაკით პენსიონერებისთვის პენსიების ზრდასთან ერთად, გაიზრდება მოცულობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშებზე. კერძოდ, 1 იანვრიდან მოიმატებს 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან მათი პაკეტიც 30 ლარით გაიზრდება.

 

 

მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე, ვგეგმავთ სოციალური მუშაკებისთვის დანაპირები ხელფასების მატებას და ასევე, სასწრაფო ბრიგადების ექიმებისთვის ხელფასების მატებასაც", - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბიუჯეტში 65 მლნ ლარი გამოიყოფა, 2 500-მდე მოქალაქეს კი ბინები დაუკანონდებათ.

 

 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დევნილი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის ზრდა, მათთვის 65 მლნ ლარის მობილიზება გავითვალისწინეთ. იგეგმება ბინების დაკანონების პროექტი, რომელიც 2500 მოქალაქისთვის ითვალისწინებს ბინების დაკანონებას. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ეფექტურობის გაზრდა და ხელმისაწვდომი მედიკამენტების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი