„ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი არის გამსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს, ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და ეს არის ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი და ვალდებულება, რომლითაც მთავრობა ეფექტურად უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.